დავით ზალკალიანი - ამ დროისთვის კიდევ ერთი რეისი იტალიიდან არ განიხილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, სხვა ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტის საკითხი ჯერ არ განიხილება. მისი თქმით, მოვლენები სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, ზალკალიანის განცხადებით, წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა იქნება ხვალ, ამიტომ რჩებიან სწრაფი რეაგირების რეჟიმში.
„ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ გვაქვს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. მოვლენები იცვლება ძალიან სწრაფად. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ, ამიტომ უნდა ვიყოთ სწრაფი რეაგირების რეჟიმში. დაყოვნება არ შეიძლება, რადგან ყოველ დაყოვნებულ დღეს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ჩვენი ქვემდებარე იქნება ადეკვატური იმ სიტუაციისა, რა სიტუაციას შეიქმნება“,- განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, ასევე იტალიიდან კიდევ ერთი რეისის დანიშვნა არ იგეგმება.
„ამ მომენტისთვის კიდევ ერთი რეისი იტალიიდან არ განიხილება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს სიტუაციის განვითარებას. ფრენების საშუალება სხვა მიმართულებიდანაც შეიძლება. იცით თქვენ, გერმანიიდან არის პირდაპირი რეისები, ასევე თურქეთის გავლით. ამიტომ, ჩვენი საელჩოები შესაბამის რეკომენდაციებს მისცემენ ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა ზალკალიანმა.