დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე აზერბაიჯანელ კოლეგას ბრიუსელშიც ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ბრიუსელშიც ქონდა საუბარი.
როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე აზერბაიჯანელ კოლეგებთან ქართული მხარე მუდმივად არის კონტაქტზე.
„ბუნებრივია, დღესაც მქონდა ამაზე საუბარი. არის მიღწეული შეთანხმება, რომ სადემარკაციო კომისიები მიმდინარე კვირაში შეხვდებიან.
ბუნებრივია, მოვუწოდებ მთელს პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საზოგადოებას, რომ თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებისგან და მივცეთ საშუალება კომისიას, თანათავმჯდომარეებს, დაწყნარებულ ვითარებაში ისაუბრონ ამ საკითხზე. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და აქ ჩვენ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. უნდა შევთანხმდეთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.