დავით ზალკალიანი - 2024 წელი მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია ამერიკელი პარტნიორების მხრიდან პოზიტიურადაა შეფასებული
2024 წელი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც, იქიდან გამომდინარე, რომ მომავალში ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში იმართება, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ინტეგრაცია ნატო-ში ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან.
„აქ უკვე მათ სიტყვას, როგორც პრაქტიკული კუთხით, ისე შედეგობრივი თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა და ფუნქცია აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკა არის ნატო-ს ერთ-ერთი წამყვანი და აქტიური წევრი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველო ძალიან ღირსეულად იყოს წარმოდგენილი. საქართველოს პროგრესი, რომელიც აშკარაა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, იყოს თარგმნილი პრაქტიკულ განზომილებაში და კონკრეტული შედეგებით გამყარებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.