დავით ზალკალიანი - 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს
დავით ზალკალიანი - 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი გვაქვს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იმედს გამოთქვამს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის პოზიტიური იქნება.

„ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იყო გასულ წელს და ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ სტრასბრუგში, ჩვენი მისიაც აქტიურად იყო ჩართული. რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს იქიდან გამომდინარე, რა დიდი მოცულობის სამუშაო გავწიეთ, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტრომ. დარწმუნებული ვარ, როგორც წინა შემთხვეევების დროს, აქაც გვექნება ნაბიჯი პოზიტიური მიმართულებით. ასე რომ, ჯერ არ მინდა მოვლენებს გავუსწროთ, სულ ცოტა ხანში დადგება ალბათ საბოლოო განაჩენი და ჩვენ ყველა ერთად ვიხილავთ, რომ ეს შესაძლოა იყოს იმ პოზიტიური მოლოდინების შესაბამისობაში, რაც ჩვენ დღეს გვაქვს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

შეგხსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება.