დავით ვოლკოვი - საქართველოში აზერბაიჯანზე გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ
დავით ვოლკოვი - საქართველოში აზერბაიჯანზე გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ

დავით ვოლკოვი იმ სხვაობაზე ლაპარაკობს, რაც მისი აზრით საქართველოს და აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატების დონეებს შორის არსებობს.

ვოლკოვი 2018 წელს საბურთალოს შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ახალი სეზონიდან კი აზერბაიჯანული გაბალას ღირსებას იცავს. 

„საქართველოში ბევრად გახსნილ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. აზერბაიჯანში კი მატჩების უმეტესობა ჩაკეტილია, დაცვით ფეხბურთზეა აქცენტი გაკეთებული. შარშან, როდესაც საბურთალოში ვირიცხებოდი, ხშირად გუნდები სწორედ ასეთ სტილში გვეთამაშებოდნენ“, – ამბობს ვოლკოვი.

შეგახსენებთ, რომ ვოლკოვი გაბალაში ზამთარში გადავიდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა, ცხრა მატჩის შემდეგ კი ორჯერ აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.