დავით ვოლკოვი - საქართველო ამ ისტორიულ მიღწევას იმსახურებდა #1TVSPORT
დავით ვოლკოვი - საქართველო ამ ისტორიულ მიღწევას იმსახურებდა #1TVSPORT

აზერბაიჯანული „საბაჰის“ ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატმა, დავით ვოლკოვმა გამოცემა „პრესსპორტთან“ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების წარმატებაზე, რომელიც ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

„ძალიან ბედნიერი ვარ ამ ისტორიული მიღწევით. ის ემოციები, რომელიც ქართველმა ხალხმა მატჩის შემდეგ გამოხატა, მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, საქართველო ამ სიხარულს იმსახურებდა.

ვინ არ ისურვებდა ასეთ ლამაზ დღეს ეროვნულ ნაკრებში ყოფნას? დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოს უნდოდა იმ ფეხბურთელების გვერდით ეზეიმა, რომლებმაც ქართული ფეხბურთის ისტორია დაწერეს.

მოვხვდები თუ არა ევროპის ჩემპიონატზე? იმედი მაქვს, რომ ფინალურ ეტაპზე გუნდის ნაწილი მეც ვიქნები. გერმანიაში საქართველოს ნაკრები ჯგუფში პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს“, – განაცხადა 29 წლის თავდამსხმელმა.

დავით ვოლკოვი საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ სწორედ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიიწვია. ვოლკოვმა ეროვნულ გუნდში ხუთი თამაში ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.