ქართული ლეგიონი - კიტეიშვილმა „შტურმში“ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - კიტეიშვილმა „შტურმში“ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის შეხვედრა გამოტოვა და გრაცის „შტურმს“ ვერ დაეხმარა ვენის „აუსტრიასთან“ საშინაო მატჩში, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს. ქართველმა ნახევარმცველმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. „შტურმს“ მატჩის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ 33-ე წუთზე სარკარიამ პენალტი ვერ გამოიყენა.

უკრაინის პრემიერლიგაში ბექა ვაჩიბერაძემ ​ხარკოვისმეტალისტი 1925“-ის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ​პოლტავისვორსკლას“ წინააღმდეგ. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუა „ბაზელის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. სუპერლიგის მე-12 ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად „ლოზანასთან“ დამარცხდა – 0:3.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვისსაბაჰმა“ გასვლაზე „ნეფთჩი“ 1:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო.

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავისსლოვანმა“ „კოშიცე“ მიიღო და 4:0 დაამარცხა. გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას არ უთამაშიათ. „სლოვანმა“ 26 ქულა დააგროვა, ლიდერ „ჟილინას“ გადაასწრო და პირველ ადგილზე დაწინაურდა.