ქართული ლეგიონი - კიტეიშვილმა „შტურმში“ შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის შეხვედრა გამოტოვა და გრაცის „შტურმს“ ვერ დაეხმარა ვენის „აუსტრიასთან“ საშინაო მატჩში, რომელიც სტუმრებმა 1:0 მოიგეს. ქართველმა ნახევარმცველმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა. „შტურმს“ მატჩის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ 33-ე წუთზე სარკარიამ პენალტი ვერ გამოიყენა.
უკრაინის პრემიერლიგაში ბექა ვაჩიბერაძემ ხარკოვის „მეტალისტი 1925“-ის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა პოლტავის „ვორსკლას“ წინააღმდეგ. შეხვედრა 2:2 დასრულდა.
შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუა „ბაზელის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს. სუპერლიგის მე-12 ტურში ქართველი ნახევარმცველის გუნდი სტუმრად „ლოზანასთან“ დამარცხდა – 0:3.
აზერბაიჯანის პრემიერლიგაში დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ გასვლაზე „ნეფთჩი“ 1:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანმა“ „კოშიცე“ მიიღო და 4:0 დაამარცხა. გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას არ უთამაშიათ. „სლოვანმა“ 26 ქულა დააგროვა, ლიდერ „ჟილინას“ გადაასწრო და პირველ ადგილზე დაწინაურდა.