დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში ჰეთთრიქი შეასრულა - „საბაჰმა“ სტუმრად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა ფირუზ მარაქველიძის (არ უთამაშია) „თურანის” წინააღმდეგ, სამი გოლი გაიტანა და „საბაჰს“ თამაში მოაგებინა – 2:3.

საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა თავდამსხმელმა მერვე წუთზე მცველს დაასწრო და ანგარიში გახსნა, ხოლო 25-ე წუთზე სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მასპინძლებმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ სტუმრებს ისევ ვოლკოვმა უშველა. ქართველმა თავდამსხმელმა 42-ე წუთზეც დასწრებაზე ითამაშა, ჰეთთრიქი შეასრულა და როგორც შემდეგ გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში დავით ვოლკოვის ანგარიშზე ოთხი გოლია, სულ კი აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჰეთთრიქი მეორედ შეასრულა.