საბა ლობჟანიძემ ლიდერთან საგოლე გადაცემა შეასრულა, დავით ვოლკოვმა „სუმგაითს“ გაუტანა #1TVSPORT
CINCINNATI, OHIO - OCTOBER 21: Saba Lobzhanidze #9 of Atlanta United looks to control the ball during the first half of a MLS soccer match against FC Cincinnati at TQL Stadium on October 21, 2023 in Cincinnati, Ohio. (Photo by Jeff Dean/Getty Images)
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა და „საბაჰს“ მე-10 ტურში „სუმგაითის“ დამარცხებაში დაეხმარა – 3:1.
ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და 90+6-ე წუთზე გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვოლკოვმა, რომელიც ორი წლის წინ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი იყო, მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ბოლოს კი მას კონფერენსილაზე „რიგასთან“ ჰქონდა თავი გამოჩენილი 26 ივლისს.
საბა ლობჟანიძემ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა ლიდერთან შეასრულა აშშ-ს ჩემპიონატში (MLS). ქართველი ნახევარმცველის გუნდი „ატლანტა იუნაიტედი“ „ცინცინატს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 2:2. საქართველოს ნაკრების მოთამაშე რეგულარული სეზონის ბოლო ტურში გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა.
ქართველმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება, 7,6 ქულა ქულა დაიმსახურა. 9 მატჩში საბა ლობჟანიძის ანგარიშზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ხოლო „ატლანტა იუნაიტედი“ პლეი ოფში გავიდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.