საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო, მხარდამჭერთა ხელმოწერები წარადგინა.
უსუფაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციაში 32 ათასზე მეტი ხელმოწერა შეიტანა, რომელთა შორისაა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერთა ხელმოწერები. სწორედ ამ პარტიამ წარადგინა „შენების მოძრაობის“ ლიდერი ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატად.
უსუფაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი საჭირო ინსტიტუტია და გამარჯვების შემთხვევაში, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.