დავით უსუფაშვილის პასუხი კითხვაზე, ეწევა თუ არა სააკაშვილი თვითდაზიანებას - არ შემიძლია, ეს არ დავინახო ან ვერ დავინახო
სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება და, საბედნიეროდ, „ლელოს“ პოზიცია უცვლელია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილის საკითხს სახელმწიფოებრივი მიხედვა სჭირდება.
„ერთი წელია ვამბობთ, რომ ამ საკითხს სახელმწიფოებრივი მიხედვა სჭირდება და ამის კონკრეტული მაგალითი იქნებოდა უცხოეთში მისი სამკურნალოდ გადაყვანა ყოველგვარი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებისგან დამოუკიდებლად, წმინდა ჰუმანიტარული და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კითხვაზე, ეწევა თუ არა სააკაშვილი თვითდაზიანებას, როგორც ამას მმართველი გუნდი ამბობს, უსუფაშვილმა აღნიშნა: „არ შემიძლია, ეს არ დავინახო ან ვერ დავინახო“.