დავით უსუფაშვილი - რაც უნდა ის მეძახოს ციციკორე გვარამიამ, სადაც იქნება საჯარო ღონისძიება პროპორციული არჩევნების თაობაზე, იქ ვიქნები
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, გუშინდელ ღონისძიებაზე შევიდა და საკუთარი სათქმელი თქვა.
„ცოტა ტერმინებს გავუფრთხილდეთ. გუშინდელ ღონისძიებაზე მივედი, მანამდე მივედი იმ ახალგაზრდებთან, ვინც პარლამენტთან დგას პროტესტით, შევედი ღონისძიებაზე და ვთქვი ჩემი სათქმელი. ეს იყო ჩემი ღრმა რწმენით სწორი ქცევა. ვინც მონდომებულია რაღაც განხეთქილებებზე, პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების დაყოფაზე და ა.შ. ეს მისი არჩევანია. ვისაც რა უნდა ის მეძახოს, მათ შორის, ციციკორე გვარამიამ, რომელიც ამ ქვეყანაში მოგვევლინა ყველას ჭკუის დამრიგებლად და ყველა სტანდარტის დამწესებლად. უნდა მოღალატე მეძახოს ციციკორე გვარამიამ და რაც უნდა ის. სადაც იქნება საჯარო ღონისძიება პროპორციული არჩევნების თაობაზე, თუ ფეხზე ვდგავარ და ცოცხალი ვარ, იქ ვიქნები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.