დავით უსუფაშვილი - პოლიტსაბჭოს სხდომას ვატარებთ და განვიხილავთ საკითხს, რომ ჩვენი რესურსები გადავურიცხოთ „გირჩს“, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის სწორი, დაიჯერებთ ამას?
დავით უსუფაშვილი - პოლიტსაბჭოს სხდომას ვატარებთ და განვიხილავთ საკითხს, რომ ჩვენი რესურსები გადავურიცხოთ „გირჩს“, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის სწორი, დაიჯერებთ ამას?

პოლიტსაბჭოს სხდომას ვატარებთ და განვიხილავთ საკითხს, რომ ჩვენი რესურსები გადავურიცხოთ „გირჩს“, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, სადაც ხვიჩიამ აღნიშნა: „ლელოსგან“ პოლიტიკაში ფულის ინვესტირების ყველაზე სწორი გზა იქნება, „გირჩი“ დააფინანსოს და არა ის, რომ თვითონ აკეთონ საქმე, რომელიც არ გამოსდით“.

დავით უსუფაშვილის თქმით, მრავალპარტიულობა ნიშნავს, რომ ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს.

„იგო ხვიჩიას შემიძლია, ვუპასუხო ძალიან სერიოზულად. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას ვატარებთ და განვიხილავთ საკითხს, რომ ჩვენი რესურსები გადავურიცხოთ „გირჩს“, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის სწორი. დაიჯერებთ ამას? არ დაიჯერებთ. იაგომ ასე თქვა, ასე მიიჩნევს. ჩვენ არ ვთხოვთ საპასუხოდ რაიმე რესურსის გაზიარებას, ადამიანები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ თავიანთ პოზიციას. ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვისაც საქართველოს ბედი მართლა აღელვებს, დანარჩენი გაირკვევა არჩევნებზე. იაგოს რომ არ ჰქონდეს ასეთი წარმოდგენა თავის თავზე, ცალკე პარტიაში არ იქნებოდა, მაგრამ იაგომ კარგად იცის, რომ „ლელოს“ ლიდერებს ასევე გვაქვს ასეთი წარმოდგენა. ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა, რომ ვართ ერთადერთები, რომ ჩვენ ვართ პრობლემის გასაღები. მრავალპარტიულობა ნიშნავს, რომ ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს. „გირჩს“ აქვს თავისი ძალიან კონკრეტული იდეოლოგია, ამ იდეოლოგიაში მათ კონკურენტი, შესაძლოა, ჰყავთ – მეორე „გირჩი“. ისინი შეიქმნენ ძალიან კონკრეტული პლატფორმით. ამ პლატფორმით ძალიან ბევრ კარგ საქმესაც აკეთებენ.

საზოგადოება იმიტომ გვინდა იყოს თავისუფალი, რომ ვიღაც მიიღებს ამდენ პროცენტს, ვიღაცა – იმდენ პროცენტს. ჩვენ ჩვენი არგუმენტაცია გვაქვს, „ლელოს“ აქვს თავისი პროგრამა, ჩვენ გვაქვს მარშალის გეგმა. გვაქვს ხედვა ეკონომიკის აღორძინების, დეცენტრალიზაციის, რეგიონული კლასტერების შექმნისა და განვითარების, ანაკლიის პორტის მსგავსს პროექტს რა უნდა მოეტანა ამ ქვეყნისთვის და ამ თემებზე ვმუშაობთ. ჩვენი ხედვა გვაქვს, რატომ არის აუცილებელი ყოველდღე და ყოველ წუთს ვშრომობდეთ, რათა საქართველომ არ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ამაზე ვშრომობთ პარლამენტშიც, უცხოეთშიც, ქუჩაშიც და ყველგან. ესაა „ლელოს“ პოზიცია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.