დავით უსუფაშვილი - ოპოზიციის ერთიანობა არის ის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მოიტანოს ხვალიდან, ზეგიდან პრობლემების გადაწყვეტის ატმოსფეროს შექმნა
ოპოზიციის ერთიანობა ამ პროცესში არის ის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მოიტანოს ხვალიდან, ზეგიდან პრობლემების გადაწყვეტის ატმოსფეროს შექმნა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველომ ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე მიაღწია.
„ქვეყნის გაყოფა არის იმ სახიფათო ზღვართან, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს პრობლემების მოგვარება. სამწუხაროდ, ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო, საჭირო გახდა აი ამ წერტილამდე მოსვლა, რათა ყველამ გავიაზროთ, წინ რა რეალობა გვემუქრება თუ ჩვენ ვერ გამოვნახეთ საერთო ენა და ქვეყანა არ და ვერ გავაერთიანეთ. ოპოზიციის ერთიანობა ამ პროცესში არის ის ფაქტორი და ის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა მოიტანოს ხვალიდან, ზეგიდან პრობლემების გადაწყვეტის ატმოსფეროს შექმნა და ამას ჩვენ უნდა მივაღწიოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.