დავით უსუფაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავად მეუბნებოდნენ სააკაშვილის თავდებობაზე, რა სისულელეს ვაწერთ ხელსო
„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თავდებობისთვის შედგენილ სიაში არ არის.
როგორც დავით უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, „ლელოს“ აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია უკვე ძალიან დიდი ხანია, გამოსავალი ამ ვითარებაში, რა ვითარებაშიც მიხეილ სააკაშვილია, არის საერთაშორისო სამედიცინო კონსილიუმის მოწვევა.
„გამოსავალი არის იმ ტიპის მოსაზრების დადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც და მისი მკურნალობისთვის საჭირო აუცილებელი კლინიკის, ამ ქვეყანაში, ან იმ ქვეყანაში გადაყვანისთვის, ეს არის სწორი გზა და ამას ვითხოვთ ჩვენ. ეს არის ის, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
კითხვაზე, მამუკა ხაზარაძეს რომ დასჭირვებოდა თავდებობა, როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილი არ დაუდგებოდა გვერდით, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სისულელე და იურიდიულად გაუმართავია.
„თავდებობა რა არის, იცით? თავდებობა ნიშნავს იმას, რომ წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, ადამიანი იყოს სახლში და ის არსად არ წავიდეს. ვილაპარაკო იმაზე, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქ ვინც მისხედან, თავად მეუბნებოდნენ ამის თაობაზე? რომ რა სისულელეს ვაწერთ ხელსო. არ მინდა თავდასხმა და რატომ ვაკეთებთ ამას, თურმე ჩვენ სოლიდარობა არ გვქონდა, მამუკა ხაზარაძე რომ ყოფილიყო, ისინი რას იზამდნენ. საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერდით? სააკაშვილთან დაკავშირებით როდის რა დაგვიკლია ამ საქმისთვის. ნიკა მელია რომ ციხეში იჯდა, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ დადიოდნენ ამ ყველაფერზე? სისულელედ მიმაჩნია, რადგან იურიდიულად გაუმართავი და „ქართული ოცნებისთვის“ მორიგი საღადაოს მიცემაა. არ ვიცი, ერთმანეთს ვერ უბედავენ და ახლა „ლელო“ უნდა გამოვიდეს პასუხისმგებელ?. მე უნდა ავხსნა ეს ყველაფერი? თავად ახსნან, რაშიც არის საქმე. მორალურად და ადამიანურად არც მე და არც „ლელოს“ არაფერი არ დაგვიკლია ამ საქმისთვის, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს თქვა, ეს არის სწორი და ეს უნდა ვაკეთო? ვინმემ მითხრას, ჩემი ხელმოწერით შეიცვლება რამე, თუნდაც არასამართლებრივად?“, – განაცხადა უსუფაშვილმა.