დავით უსუფაშვილი - ამომრჩევლებს ვთხოვ, ხვალ მე კი არ მომცენ ხმა, მისცენ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებს ემთხვევა
დავით უსუფაშვილი - ამომრჩევლებს ვთხოვ, ხვალ მე კი არ მომცენ ხმა, მისცენ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებს ემთხვევა

ამომრჩევლებს ვთხოვ, ხვალ მე კი არ მომცენ ხმა, ხმა მისცენ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებს ემთხვევა, – ამის შესახებ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, არჩევნების შემდეგ დასრულდება „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა და დაიწყება „ქართული ოცნების“ გაყოფა.

„ჩვენ მოწმე ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის და საპრეზიდენტო არჩევნების ფინიში ეს იქნება საპარლამენტო არჩევნების სტარტი. ხვალ ხმის მიცემისას ვიფიქროთ მომავალ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ ამჯერად უნდა შევცვალოთ მანკიერი სისტემა. ჩემთვის არ ვითხვ ხმებს, ვინაიდან ჩემი არავის არაფერი მართებს, მე ყველა ამომრჩეველს ვთხოვ მე კი არ მომცეს ხმა, ხმა მისცეს საკუთარ შეხედულებებს, რომელიც ჩემს შეხედულებებს ემთხვევა. ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. მე საარჩევნო მოწყალებისთვის არ მაქვს ხელი გაწვდილი, მე პოლიტიკური პარტნიორობისთვის ვუწვდი ხელს ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ამომრჩეველს და საპასუხოდ გამოწვდილი ხელების რაოდენობაზე, ვინაობაზე და რაობაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი პოლიტიკური რაობა. საარჩევნო ხმა ერთი დღით ცოცხლობს და მისი არმიცემით ეს ხმა იკარგება. ნაძალადევად მიცემული ხმაც იკარგება, მოსყიდული ხმაც იკარგება, ერთადერთი რომელი ხმაც არ იკარგება ესა არის, გულის და გონების კარნახით მიცემული ხმა. ძვირფასო თანამოქალაქენო, მოგმართავთ, ხვალ ნუ დავიკარგებით, ნუ ჩავიკარგებით, ნუ განვიკარგებით და რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ერთმანეთს ჩვენი ხმა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.