დავით უსუფაშვილი - 30 წლის განმავლობაში რაც კი ცუდი ახასიათებდა საარჩევნო ინდუსტრიას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოიყარა თავი
დავით უსუფაშვილი - 30 წლის განმავლობაში რაც კი ცუდი ახასიათებდა საარჩევნო ინდუსტრიას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოიყარა თავი

2018 წლის არჩევნები თავისი არასამართლიანობის დონით შეედრება 2003 წლის შევარდნაძისა და 2012 წელს სააკაშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ყველაფერი რაც კი ცუდი ახასიათებდა 30 წლის განმავლობაში საარჩევნო ინდუსტრიას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოიყარა თავი.

„2018 წელია, თითქოს უნდა დაგვეღწია თავი ადმინისტრაციული რესურსის ასეთ გამოყენებისგან, ფინანსური სახსრების ასეთი უკონტროლო გამოყენებისგან, ამომრჩევლის მოსყიდვისგან, ყველაფერი რაც კი ცუდი ახასიათებდა ამ 30 წლის განმავლობაში საარჩევნო ინდუსტრიას, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოიყარა თავი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ასეთ პოლიტიკურ ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ. დღევანდელი კონფერენციის დასკვნაც უნდა იყოს, რომ ჩვენ გვაქვს არა საარჩევნო ხარვეზები, არამედ ის, რომ ჩვენ არჩევნებს ვერ ვატარებთ და ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ასე დგას საკითხი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.