დავით სონღულაშვილი - ველისციხის პროექტი არამარტო გურჯაანისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ველისციხის რეაბილიტაციის პროექტისთვის მადლობას უხდის.
როგორც დავით სონღულაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, ველისციხის პროექტი არამარტო რაიონისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაა უმნიშვნელოვანესია.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მთლიან სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რასაც, როგორც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი, მუდმივად ვგრძნობ. საყურადღებოა, რომ სამინისტროსთან არც კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. გამოვყოფდი ერთ-ერთი პროექტს, რომელიც დღეს თქვენც აღნიშნეთ, ველისციხის რეაბილიტაციას. ეს ერთ-ერთი უძველესი სოფელია და სასიხარულოა, რომ ის პროგრამაშია. ეს პროექტი არამარტო რაიონისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაა უმნიშვნელოვანესი”, – მიმართა დეპუტატმა მაია ცქიტიშვილს, რომელიც პარლამენტში მოხსენებით „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.