დავით სონღულაშვილი - საფრანგეთში მხარდაჭერა აღგვითქვეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში, რეკომენდაციის მიღებასთან დაკავშირებით მათი მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს
სენატში დაინტერესებული იყვნენ, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე როგორია პროგრესი, საკმაოდ პოზიტიურად უყურებენ იმ რეფორმებს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციას საფრანგეთში გამართულ შეხვედრებზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვეს.
„როგორც ეროვნული ასამბლეის, ასევე სენატის ნაწილში მხარდაჭერა აღგვითქვეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესში და რეკომენდაციის მიღებასთან დაკავშირებით მათი მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს, რადგან ეს იყო მათი განწყობა და განწყობები პოზიტიურია“, – განაცხადა სონღულაშვილმა.