დავით სირაძე - ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს წარმატების მიღწევაში დაეხმარება
ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილება ჩვენს ფეხბურთელებს დაეხმარება წარმატების მიღწევაში, რომ ასახელონ ქვეყანა და წარმატება მოუტანონ, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, დავით სირაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ძალიან სასიხარულო ამბავია ფონდი „ქართუსგან“ და დასაფასებელია ასეთი გადაწყვეტილება. ზოგადად ასეთი მოტივაცია ყველა ქვეყანაში ხდება და ყველა სპორტსმენს უნდა ჰქონდეს მსგავსი დაფასება, მოტივაცია. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ფეხბურთელებს დაეხმარება წარმატების მიღწევაში, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელონ და წარმატება მოუტანონ. როგორი წარმატებითაც მოვედით და როგორ წარმატებით გავედით ევროპის ჩემპიონატზე, დარწმუნებული ვარ, ეს მათ დაეხმარება, წარმატებით იასპარეზონ ევროპის ჩემპიონატზე“, – განაცხადა დავით სირაძემ.
ფონდმა „ქართუმ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს.