დავით სერგეენკო - პოლიტიკური პარტია თუ მიიჩნევს, რომ მისი ინტერესები არის დასავლური, ყურადღებით უნდა მოუსმინოს პარტნიორების ცალსახა რეკომენდაციებს
დავით სერგეენკო - პოლიტიკური პარტია თუ მიიჩნევს, რომ მისი ინტერესები არის დასავლური, ყურადღებით უნდა მოუსმინოს პარტნიორების ცალსახა რეკომენდაციებს

„ქართული ოცნების“ წევრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს. ამის შესახებ სერგეენკომ მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„თუ ადამიანი ან პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მისი ინტერესები არის დასავლური, ევროინტეგრაციის, და თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორია, ყურადღებით უნდა მოუსმინოს მათ ცალსახა რეკომენდაციებს. არ მიიჩნიოს, რომ ჩვენ კი პატივს გცემთ, მაგრამ თქვენს ნათქვამს არ გავითვალისწინებთო. ეს გაუგებარია. მოლაპარაკების რესურსი არსებობს“, – აღნიშნა სერგეენკომ.

აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციამ განცხადება დღეს გაავრცელა.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგულდაგულოდ განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტს, შეასრულოს სრულყოფილი როლი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომას 12:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახსნის.