საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის წითელას 1600-ზე მეტი შემთხვევაა, თუმცა, მატების ტემპი შემცირებულია.
„ძალიან კარგია, რომ 85 000-მდე არაგეგმური ვაქცინაცია ჩატარდა, თუმცა ამოცანა არის, რომ მინიმუმ 200 000 ვაქცინაცია გაკეთდეს არა ბავშვებში, არამედ საშუალო ასაკის ადამიანებში, რათა ჩვენ უფრო დაცულები ვიყოთ. ევროპაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს. მთლიანად, ევროპის რეგიონში წითელას 82 000 შემთხვევაა და საუბედუროდ, გარდაცვალების შემთხვევებია, რაც ჩვენთან საბედნიეროდ, ჯერ არც ერთი არ ყოფილა
ამასთან, მინისტრმა გრიპის ვირუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრიპის ავადობა სეზონურ მაჩვენებელს დაუბრუნდა.