დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთში სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
დავით სერგეენკო სამეგრელო-ზემო სვანეთში სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა სხვადასხვა პროექტზე ისაუბრა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში ხორციელდება, მათ შორის საუბარი შეეხო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას, ვაქცინაციას, წითელას ეპიდზედამხედველობის და სხვა საკითხებს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა C ჰეპატიტის სკრინინგსა და მკურნალობის გაფართოებაზე.

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ანალოგიური ხასიათის შეხვედრები ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისსა და ბათუმშიც გამართა.