დავით სერგეენკო - სააკაშვილის განცხადებას ვერ შევაფასებ, ცალსახად მიუღებელია ასეთი ტერმინები ადამიანისგან, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს თქმით, ვროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მისთვის მიუღებელია.
„ვერანაირად ვერ შევაფასებ. ადამიანი, რომელსაც პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია და ასეთ ტერმინებს იყენებს, რანაირად უნდა შევაფასო, ვერ შევაფასებ. მიუღებელია, ცალსახად მიუღებელია“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.