დავით სერგეენკო - პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ეს სწორი მიდგომაა
დავით სერგეენკო - პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ეს სწორი მიდგომაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის პოზიცია, შერიგების პროცესის დაწყებას წინაპირობები რომ არ უნდა უძღოდეს, სწორი მიდგომაა.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, პრეზიდენტმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„გამოხატა მზადყოფნა და ინიციატივა, რომ შერიგებისთვის ლიდერობა ჩაიბაროს, რაც მისასალმებელია. ხაზგასასმელია, რომ მან არა მხოლოდ ინიციატივა გაახმოვანა, რომ პროცესი წაიყვანოს, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონახაზი ჰქონდა – მხარეებმა მოლაპარაკებების არეალი არ უნდა შეზღუდონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტმა მკაფიოდ გააჟღერა, რომ ამ პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გუშინ უმასპინძლა.