დავით სერგეენკო - პოლარიზება უნდა შემცირდეს, მაგრამ ამისთვის არის ლეგიტიმიური და ინსტიტუციური გზები და არა ქუჩის გამოსვლები
დავით სერგეენკო - პოლარიზება უნდა შემცირდეს, მაგრამ ამისთვის არის ლეგიტიმიური და ინსტიტუციური გზები და არა ქუჩის გამოსვლები

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მიიცნევს, რომ ყველას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ამის დაკავშირება შერიგება-განხეთქილებასთან არ შეიძლება.

დეპუტატის თქმით, უადგილო და დამაზიანებელია მიმდინარე მოვლენების მიბმა საზოგადოების შერიგება-განხეთქილებასთან.

„ყველა პარტიას თავისი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. ყველას აქვს უფლება თავისი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ამის დაკავშირება შერიგება-განხეთქილებასთან ნამდვილად არ შეიძლება. პოლარიზება უნდა შემცირდეს, მაგრამ ამისთვის არის ლეგიტიმიური და ინსტიტუციური გზები და არა ქუჩის გამოსვლები. ლეგიტიმური გზაა არჩევნები, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. პოლიტიკური საკითხები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს“, – განაცხადა სერგეენკომ.