დავით სერგეენკო - ოპოზიცია თავადაც კარგად აცნობიერებს, რომ პარლამენტში უნდა შემოვიდეს, უბრალოდ, ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება
ოპოზიცია თავადაც კარგად აცნობიერებს, რომ პარლამენტში უნდა შემოვიდეს, უბრალოდ ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებები და შეფასებები ცალსახაა.
„ძალიან ცალსახაა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. თავიდანვე ასეთი შეფასებები იყო, უბრალოდ ახლა ისინი კონცენტრირდა და ერთიანი გახდა, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ უკვე ჩვენი მხრიდან მოწოდებებსაც აზრი არ აქვს და მგონი ისინიც კარგად აცნობიერებენ. უბრალოდ ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან“, – განაცხადა სერგეენკომ.