დავით სერგეენკო - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შესვლას არ ვაპირებ, მთავრობის ცვლილების ლეგიტიმური გზა არის არჩევნები, რა დროსაც მოსახლეობამ თავისი არჩევანი დაამტკიცა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის ცვლილების სწორი და ლეგიტიმური გზა არჩევნებია.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დღის წესრიგში შესვლას, ანალიტიკას და რეკომენდაციებს არ ვაპირებ. შემიძლია, ვთქვა რამდენიმე პუნქტი. ერთი, რომ მთავრობის ცვლილების სწორი და ლეგიტიმური გზა არის არჩევნები, არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ დაამტკიცა თავისი არჩევანი და მმართველი ძალა არის ის, ვინც არის. ამ განცხადებაში, დაანონსებაში სახალხო მღელვარებისა და სახელმწიფო გადატრიალების სიახლე არ არის. მეტ-ნაკლები სიხშირით, ეს შეიმჩნეოდა 2012 წლის და 2020 არჩევნების შემდეგ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მესამე არჩევნები როდესაც წააგო, ამან უკვე პერმანენტული ხასიათი მიიღო. ასე რომ, ამაში რამე დრამატული სიახლე არ არის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.