დავით სერგეენკო - „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლით პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლით პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება, მაგრამ პარლამენტში ვითარება ძალიან შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს რომ არ აწერს, ეს თანმიმდევრულობის დეფიციტზე მიანიშნებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლით სხვა პოლიტიკური რეალობა არ შეიქმნება, რადგან ეჭვი მეპარება, მათ საკუთარ თავში ძალა გამოხატონ, რომ კონსტრუქციული ოპონირების კეთება დაიწყონ და არა შეძახილებით დაძაბონ პოლიტიკური ვითარება. მათი შემოსვლით პოლიტიკური რეალობა არ შეიცვლება, მაგრამ ვითარება პარლამენტში ძალიან შეიცვლება. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს რომ არ აწერენ, ეს ალბათ, თანმიმდევრულობის დეფიციტზე მიანიშნებს“, – განაცხდა სერგეენკომ.