დავით სერგეენკო - კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის სახელით არის ჩამოსული და მათი პრესტიჟიცაა, რომ მოდერაცია უშედეგოდ არ დასრულდეს
დავით სერგეენკო - კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის სახელით არის ჩამოსული და მათი პრესტიჟიცაა, რომ მოდერაცია უშედეგოდ არ დასრულდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოსულია ევროკავშირის სახელით და რა თქმა უნდა, ევროკავშირის პრესტიჟიცაა, რომ მისი მოდერაცია უშედეგოდ არ დასრულდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით სერგეენკო მოლაპარაკებების პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარე უნდა იყოს კომპრომისისთვის მომზადებული – არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ოპოზიციაც.

„ძალიან დამამახსოვრდა რომელიღაც ოპოზიციონერის ფრაზა, რომლის მიხედვით, მათი ერთ-ერთი კომპრომისი იყო ის, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ. ასეთი რამ მიუღებელია და იმედია, ამ რაუნდში ისინი პოზიციას შეიცვლიან, რეალურ კომპრომისებზე იქნება საუბარი და გადაწყვეტილებები მიღებული. მიუღებელი იქნება ის, რომ რომელიღაც მხარემ თქვას, მოლაპარაკება მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არის, შედეგია გადამწყვეტი. მოლოდინი პირველ რაუნდშიც პოზიტიური მქონდა და ახლაც ასეთი პოზიცია მაქვს“, – განაცხადა სერგეენკომ.