დავით სერგეენკო - კლინიკები, რომლებმაც სახელმწიფო თანხა არასწორად მიიღეს, ბიუჯეტში მხოლოდ ამ თანხას დააბრუნებენ
არც ერთი კომპანია, იქნება ეს სახელმწიფო, თუ კერძო, არასოდეს ხარჯავს თანხას ისე, რომ არ გააკონტროლოს თანხის ხარჯვის მიზნობრიობა, გამონაკლისი არც ჯანდაცვის სამინისტროა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, კლინიკებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში სახელმწიფოსგან არასწორად მიიღეს თანხები, ჯარიმები გაუუქმდათ. ამ კლინიკებმა უნდა გადაიხადონ მხოლოდ ის თანხა, რაც არასწორად მიიღეს.
„ბოლო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში გახმაურდა ამბავი, როდესაც რამდენიმე პოლიკლინიკას დაეკისრა ჯარიმები. ეს ჯარიმები იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში კლინიკების გაკოტრებას გამოიწვევდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარიმები, რაოდენობრივად იყო არასწორად მიღებული თანხების ორმაგი რაოდენობა, გაუქმდა ამ კლინიკებმა უნდა გადაიხადონ მხოლოდ ის თანხა, რაც არასწორად მიიღეს სახელმწიფოსგან. შესაბამისად, რაიმე სანქციების გადახედვაზე საუბარი ვერ იქნება, რადგან სანქციები არც კი დაკისრებიათ, რაც არასწორად მიიღეს, ის უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში. ორმაგი ჯარიმა განულებულია”,- განაცხადა სერგეენკომ.