დავით სერგეენკო - იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციის ნაწილი სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვებიან
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მოლაპარაკებებზე უარის თქმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, ამას წინ არაფერი დაუდგება.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მოლაპარაკებებზე უარის თქმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, ამას წინ არაფერი დაუდგება, თუმცა ოპოზიციას მხოლოდ ისინი არ წარმოადგენენ და იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციის ნაწილი სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვებიან“, – განაცხადა სეგრეენკომ.