დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ მიშელის წარმომადგენლის მონაწილეობით შეთანხმების მიღწევა გაცილებით ადრე იქნება შესაძლებელი
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მოლაპარაკების დედააზრი და ფორმატია, რომ მაქსიმალური კომპრომისი მოინახოს, რათა წითელი ხაზები სამსჯელო სივრცეში გადავიდეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას დავით სერგეენკომ არ დააკონკრეტა, თუ რა საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და მმართველი გუნდის მხრიდან რა არის შეთავაზება.
„ევროკავშირის წარმომადგენელმა მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე ძალიან ნათელი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ საკითხები კომპლექსურია და იმედიანად არის განწყობილი. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა რამდენიმე საათით მეტი დრო. მეც ოპტიმისტურად ვუყურებ, რომ ასეთი ფორმატით უფრო მალე იქნება შესაძლებელი თანხმობის მიღწევა. რა კომპრომსი შეიძლება იყოს, ამაზე საუბარი მოლაპარაკების ფორმატს ცდება”, – განაცხადა სერგეენკომ.