დავით სერგეენკო - ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არანაირი კითხვა არ არსებობს, თუ ვინ დაიწყო აგრესია
ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, არანაირი კითხვა არ არსებობს, თუ ვინ დაიწყო აგრესია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რომელიც 2008 წელს ომის დაწყების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მოსაზრებას უკავშირდება.
რაც შეეხება კითხვას „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის შესახებ, მინისტრი ამბობს, რომ ეს მოგვიანებით გადაწყდება.
„ჩემთვის პირადად, როგორ საქართველოს მოქალაქისთვის, არანაირი კითხვა არ არსებობს, თუ ვინ დაიწყო აგრესია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენს ჩვენს თავზე ვერ დავიწყებდით ომს.
სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას რაც შეეხება, ამას განვსაზღვრავთ მას შემდეგ, როცა მოვისმენთ მის ხედვას და პროგრამას“, – განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.