დავით საყვარელიძე - სააკაშვილის დაჭერის ნებისმიერი მცდელობა უკრაინის მთავრობისთვის მძიმე გადასატანი იქნება
აქციაზე არის ბევრი თავგანწირული ადამიანი, რომელიც დანებებას არ აპირებს, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ კიევში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ნებისმიერი მცდელობა უკრაინის ხელისუფლებისთვის მძიმე გადასატანი იქნება.
„ნებისმიერი ძალისმიერი მცდელობა ბანაკის დარბევის, ან მიშას დაჭერის, მათთვის ძალიან მძიმე გადასატანი იქნება, განსაკუთრებით იმ საერთაშორისო რეაქციის ფონზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი მეგობრის, ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის მოხსნას, განსაკუთრებით მუქარას, რომ აშშ-მ შეიძლება გადახედოს მათ პოლიტიკას“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.
კიევში, ე.წ. კარვების ქალაქში საპროტესტო აქციას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 5 დეკემბრიდან მართავენ.
აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვენ.