დავით საგანელიძე - დიდი კონკურენციაა, რომელი ქვეყანა შეძლებს, ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციები მოიზიდოს
დავით საგანელიძე - დიდი კონკურენციაა, რომელი ქვეყანა შეძლებს, ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციები მოიზიდოს

დიდი კონკურენციაა, რომელი ქვეყანა შეძლებს, ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტიციები მოიზიდოს და იმ პროგრამებიდან მიიღოს დაფინანსება, განავითაროს თავისი ინდუსტრია, მრეწველობა,  – ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვნელმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

“დღეს, რომ ამდენი ქვეყნის ევროპული და აზიური ქვეყნების წარმომადგენლები ცალსახად საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ინვესტიციები უნდა გაკეთდეს,  ეს ბოლო წლებში ჩვენს პოლიტიკაში არსებული ცვლილებების წარმატებად მიმაჩნია. იმედი მაქვს, რომ ამ ორ დღეში გარკვეული პროექტების ჩონჩხი გამოიკვეთება და გამოჩნდება უახლოს მომავალში, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული”,- აღნიშნა საგანელიძემ.