დავით რაქვიაშვილი - სუს-ისა და საგარეო დაზვერვის უწყების გაერთიანებაზე კითხვის ნიშნები არსებობს
უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილს სუს-ისა და საგარეო დაზვერვის უწყების გაერთიანებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
რაქვიაშვილის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დავით რაქვიაშვილი დამატებით არ განმარტავს, კონკრეტულად რა შენიშვნები აქვს ამ მიმართულებით.
„მთელი ამ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს პარალელურად უსაფრთხოების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მის მანდატთან მიმართებაში.
ახლა, ამ სტრუქტურული ცვლილებებით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების ოპერატიულ მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვაზე და კოორდინაციაზე.
იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
მიგვაჩნია, რომ იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელიც პრეზიდენტმა შესთავაზა საქართველოს პარლამენტს, რომელიც უსაფრთხოების თემს აქვს ჩამოყალიბებული, აუცილებელია დაიწყოს კოორდინაცია და კონსულტაციები. რაც შეეხება სუს-ისა და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებას, ვფიქრობთ, რომ აქ არსებობს კითხვის ნიშნები, რომელზეც აუცილებლად უნდა იყოს გაცემული პასუხები”,-ამბობს დავით რაქვიაშვილი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.