დავით ნარმანია - კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა თანამდებობაზე ვიქნები
„კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა თანამდებობაზე ვიქნები“, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ განცხადა, რომელმაც დღეს 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დავით ნარმანია არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, სად გააგრძელებს იგი საქმიანობას. მისი თქმით, იგი რჩება გუნდში და საქართველოში.
„ორშაბათს ოფიციალურად გადავაბარებ ახალ მერს მართვის სადავეებს და წარმატებებს ვუსურვებ მას. დავისვენებ ძალიან ცოტას, რომლის შემდეგ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას. მნიშვნელოვანია ის, რომ საზღვარგარეთ არ მივდივარ და ვრჩები ქვეყანაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ დღეს 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.