დავით ნარმანია - 2016 წლის პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესი პროექტია "ახალი ტფილისი"
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2014-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 2016 წლის პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლისგამზირის, კერძოდ, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიი სრეაბილიტაცია. მისივე თქმით, პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია, თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრირება და ეკონომიკის სტიმულირება. პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავითაღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით 51 ისტორიული შენობა აღდგა, რომელთა შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში,რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. განხორციელდა ზემოკალის რეაბილიტაცია, რომელიც 20-მდე შენობას და 15-მდეი სტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობი სძეგლს მოიცავს. დასრულდა ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის რეაბილიტაცია, რაცისტორიულ-კულტურული ძეგლების დროებით გამაგრებას, საინჟინრო კომუნიკაციების აღდგენა-რეაბილიტაციას, გზის სავალი ნაწილის მოწესრიგებას და 14 შენობის პროექტირებას ითვალისწინებს. ასევე, დასრულდა ისტორიული ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის I ეტაპი. აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თუმანიანის მეორე ჩიხი N 3-ში მდებარე შენობას, ასევე, განხორციელდა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის აღდგენა-რეაბილიტაცია და ოლიმპიადისთვის მომზადება.
„ქალაქს შეემატა 380 მეტრიანი საფეხმავლო ქუჩა, რომელიც გახდა აქტიური საჯარო სივრცე, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საინტერესო და მიმზიდველი ტურისტებისთვის და საინვესტიციო ჯგუფებისთვის, რაც დედაქალაქისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის საწინდარია“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ასევე,განხორციელდა სამი ისტორიული სადარბაზო საღდგენა-რესტავრაცია, ოთხ მისამართზე მოეწყო სარეკრეაცი ოზონა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მუზეუმსა და მიხეილ შენგელაიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს.
„ახალი ტფილისის“ I ეტაპის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებშიკი 1 200 – მდე ადამიანი დასაქმდა.
ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“ექსპო ჯორჯიაში” დავით ნარმანია სამწლიან საქმიანობას აჯამებს.