დავით მათიკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე
ყველგან და ყველაფერში ჩანს, მიხეილ სააკაშვილს რამხელა ბოღმა და სიძულვილი ამოძრავებს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ამით მათიკაშვილი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჰააგის სასამართლოში რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე „საქართველოს გამტყუნებაზე ოცნებობს“.
„მიხეილ სააკაშვილი მერამდენედ ამტკიცებს, რომ სრულიად დეგრადირებული პიროვნებაა. ყველგან და ყველაფერში ჩანს, გენდერული თავდასხმის მიღმა, რამხელა სიძულვილი და ბოღმა ამოძრავებს ამ ადამიანს.
სიტყვა „მახინჯის“ მნიშვნელობა რომ იცოდეს მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ ერს და ქვეყანას ბოდიშს მოუხდიდა იმ მართლაც მახინჯი და კრიმინალური მმართველობისთვის, რითაც 9 წლის განმავლობაში თავი დაამახსოვრა სრულიად საქართველოს.
ვერავინ ასცდება მართლმსაჯულების აღსრულებას და მიხეილ სააკაშვილიც აუცილებლად აგებს პასუხს ქართველი ხალხის წინაშე”,- წერს დავით მათიკაშვილი.