დავით მათიკაშვილი - წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას, არ იქნება შეჭრაზე ან რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი
დავით მათიკაშვილი - წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას, არ იქნება შეჭრაზე ან რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი

არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, სიცრუით გაჯერებული ინფორმაციებით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. ჩემთვის წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას, არ იქნება შეჭრაზე ან რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი, ვერც კი წარმოგვიდგენია ასეთი რამ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის განცხადებით, არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კითხვები, რომელზე პასუხიც ყველას აინტერესებს.

„ეთერში გავიდა კონკრეტული სიუჟეტი. იყო ტელევიზიის განცხადება, რომ არ იცოდნენ აღნიშნული ჩანაწერის მოპოვების წყარო, თარიღი, მისი კანონიერება და ა.შ. რამდენადაც ვიცით, აღიძრა საქმე, რომ დადგინდეს კანონიერია თუ არა ჩანაწერი. საზოგადოების მხრიდან კითხვები არსებობს და ცხადია, ტელევიზიამ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს ყოველგვარი აჟიოტაჟის მოწყობისა და ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობის გარეშე. არსებობს სამართლებრივი რეგულაციები, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კითხვები, რაზეც პასუხი ყველას აინტერესებს, მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი საქმეზე სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს, რაც ყველა დაინტერესებული მხარის სურვილი უნდა იყოს. არ არის კარგი, როცა ყველა თემაზე პროვოკაციულ ტონალობაში, სპეკულაცია ხდება. ვინ ამბობს ტელევიზიაში შესვლასთან დაკავშირებით? არ შეიძლება, ყველაფერი იყოს პროვოკაციებისა და სპეკულაციების საგანი“, – განაცხადა მათიკაშილმა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილია, რომ საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესებით ტარდება.

„არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, სიცრუით გაჯერებული ინფორმაციებით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. ეს არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს, სამწუხაროდ, რაღაც მსგავს ნიშნებს ვხედავთ. ჩემთვის პირადად წარმოუდგენელია, რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას, არ იქნება შეჭრაზე ან რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი, ვერც კი წარმოგვიდგენია ასეთი რამე. აქ საუბარია თანამშრომლობაზე საგამოძიებო ორგანოებსა და სხვა პირებს შორის, მათ შორის ტელევიზიებს შორის. პირველ რიგში, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით, თუ რამდენად ავთენტურ მასალას ეყრდნობა და საზოგადოებას რაღაც ინფორმაციას აწვდის, ჩემი აზრით, ცრუს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს საკითხი დადასტურებული იყოს, ამისთვის ტარდება გამოძიება. ასე ხდება ნებისმიერ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში. გამოძიება გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით მიმდინარეობს და საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა აუცილებელია. ფლეშკაზე თუ რაღაც კონვერტზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ, თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის ეტაპზე გამოიკვეთება და მისაღები იქნება ორივე მხარისთვის ის ფორმები, რითაც ხდება ინფორმაციის გადაცემა. იმ სივრციდან ნუ გავალთ, რასაც სამართლებრივი საკითხები ჰქვია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.