დავით მათიკაშვილი - ვფიქრობ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სიმართლე აუცილებლად დადგინდება და ყველა კანონდამრღვევი დაისჯება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, დემოკრატიის განვითარების ამ ეტაპზე ხელისუფლებამ სწორად უნდა უპასუხოს ყველა გამოწვევას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საკითხს უკავშირდება.
მისი თქმით, სწორედ ასეთი ნაბიჯია გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოძიების პროცესში გადადგმული ყველა ნაბიჯი, იქნება ეს კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვება თუ უშუალოდ იმ პირების გამოვლენა, ვინც რაიმე სახის გავლენა იქონია ასეთი შედეგის დადგენისთვის – ეს არის შსს-ს გამოძიების სტრატეგიის საქმე და ძალიან სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. ისევე როგორც სწორი ნაბიჯი იყო პრემიერ-მინისტრის მისვლა აქციაზე. ვფიქრობ, ამ საქმეზე სიმართლე აუცილებლად დადგინდება და დაისჯება ყველა, ვინც რაიმე კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ასეთი გამოვლინდა ამ პროცესში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.