დავით მათიკაშვილი - უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც ხალხს უბედურება მოუტანა, მისი ფრაზები გასაკვირი არ არის, ის თავად არის კრიმინალი
დავით მათიკაშვილი - უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც ხალხს უბედურება მოუტანა, მისი ფრაზები გასაკვირი არ არის, ის თავად არის კრიმინალი

გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ხალხს 2012 წლამდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც უგულავამ აღნიშნა: „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.

დავით მათიკაშვილის თქმით, გიგი უგულავას ფრაზები გასაკვირი არ არის, ის თავად არის კრიმინალი და მძარცველი.

„გიგი უგულავა წარმოადგენს იმ რეჟიმის ერთ-ერთ თანამშენებელს, რომელმაც საქართველოში ძალიან დიდი უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხს 2012 წლამდე. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ადეიშვილთან, მერაბიშვილთან და სხვა პირებთან ერთად. გიგი უგულავას ნათქვამი ფრაზები გასაკვირი არ არის. ის თავად გახლავთ კრიმინალი და მძარცველი. თუ შეიწყალეს, ეს არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.