დავით მათიკაშვილი - ტოლობის დასმა რომელიმე კონკრეტული კრიმინალის ციხიდან გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას შორის, სპეკულაციაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ტოლობის ნიშნის დასმა რომელიმე კონკრეტული კრიმინალის ციხიდან გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას შორის, სპეკულაციაა.
როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნება“ 8 მარტის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს, რომელიც თავის მხრივ, ოპოზიციამ უნდა შეასრულოს.
„სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაა კონკრეტულ დანაშაულში მხილებული პირის მიმართ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რაშიც ვერც საკანონმდებლო და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ჩაერევა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.