დავით მათიკაშვილი - საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი შესაძლებელია დაგროვდეს იმის გამო, რომ ქვეყანას დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი დაუბრუნდეს პრეზიდენტად
დავით მათიკაშვილი - საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი შესაძლებელია დაგროვდეს იმის გამო, რომ ქვეყანას დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი დაუბრუნდეს პრეზიდენტად

სამოქალაქო ომის საკითხს ასე მუქ და შავ ფერებში არ ვხედავ, თუმცა საპროტესტო მუხტის აწევა შესაძლებელია იყოს საფუძველი იმ შედეგის, რაც ხდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განუცხადა, რომელიც თანაგუნდელის გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმი ვერ დაბრუნდება.

„არ მინდა, ეს ყველაფერი ასეთ მუქ ფერებში დავინახო, მაგრამ გედევან ფოფხაძეს ვეთანხმები, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი შესაძლებელია დაგროვდეს იმის გამო, რომ ქვეყანას პრეზიდენტად დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენელი დაუბრუნდეს. საპროტესტო მუხტი შეიძლება აიწიოს. აუცილებელია, ყველა არჩევნებზე მივიდეს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ქვეყანას აუცილებლად ევროპული ორიენტაციის პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ დღეს განაცხადა, რომ თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.