დავით მათიკაშვილი - სამწუხარო მოცემულობაა, რომ აშშ-ის საელჩოს ქარდები არის დეზინფორმაციული, ოპოზიციას არავინ ებრძვის
სამწუხარო მოცემულობაა, რომ აშშ-ის საელჩოს ქარდების შინაარსი დეზინფორმაციულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ოპოზიციას არავინ ებრძვის და ჯანსაღი ოპოზიცია რომ არსებობდეს, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი, რომელიც დეზინფორმაციის შინაარსისაა. ვინ ებრძვის ოპოზიციას? ოპოზიციას არავინ ებრძვის. გაცხადებული მიზანია, რომ ყველა კრიმინალი, ვისაც ქვეყნის წინაშე დანაშაულები აქვს ჩადენილი, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გასამართლდეს. ეს თუ პარტიის შემთხვევაში იქნება, მისი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება მოხდება, როგორც ევროპაში ხდება. ჯანსაღი ოპოზიცია რომ არსებობდეს, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სამწუხარო მოცემულობაა, რომ ამ ქარდების შინაარსი დეზინფორმაციულია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.