დავით მათიკაშვილი - საჩივრების გონივრული რაოდენობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია ერთ-ორ პროცენტზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს
საჩივრების გონივრული რაოდენობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია სულ ერთ-ორ პროცენტზე, რომელიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს გამოწვევა საქართველოს არჩევნებისთვის სიახლე არ არის, თუმცა საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
„სწორი სტატისტიკა არსებობს, რამდენი საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას და რამდენი – არა, მისი შინაარსიდან გამომდინარე. საჩივრების გონივრული რაოდენობის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, საუბარია სულ ერთ-ორ პროცენტზე, რომელიც არსებით გავლენას ვერ მოახდენს არჩევნების შედეგებზე. სწორედ ეს უთხრა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ეუთო/ოდირმა, შეერთებული შტატების საელჩომ, რომ შესაძლოა, იყოს ის გამოწვევა, რომელიც ახალი არ არის ქართული რეალობისა და ქართული არჩევნებისთვის, მაგრამ არ შეიძლება, ამ გამოწვევამ და ამ პრობლემამ, რაიმე რადიკალური გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგზე. ამიტომ ჩვენ უნდა მივყვეთ კანონით მკაცრად გაწერილ პროცედურებს. ხელი კი არ უნდა შევუშალოთ ცესკო-ს და მის თანამშრომელბს მუშაობაში, არამედ მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა მოხდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.