დავით მათიკაშვილი - რუსული ოკუპაცია ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, რის წინააღმდეგაც სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ადეკვატურია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, რუსული ოკუპაცია ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს, რის წინააღმდეგაც სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ადეკვატურია.
ჟურნალისტებთან საუბარში დავით მათიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ დეოკუპაცია მოხდეს და ეს პროცესი დაიძრას.
„ამ პრობლემას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ვუმკლავდებით, რისთვისაც საერთაშორისო პარტნიორები არსებობენ, რომლებიც ქვეყანას ამ გამოწვევის დასაძლევად მხარში უდგანან. სახელმწიფო ცდილობს, იმ გატაცებების პრევენცია მოახდინოს, რასაც ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.