დავით მათიკაშვილი - რადიკალური ოპოზიცია უდრის ომს, ეკონომიკურ რეგრესს, ქვეყნის ღალატი და მოსახლეობის ტერორი ევროკავშირის ნაწილად ვერ ჩაითვლება
ქვეყნის ღალატი და მოსახლეობის ტერორი ევროკავშირის ნაწილად ვერ ჩაითვლება. რადიკალური ოპოზიცია უდრის ომს, ეკონომიკურ რეგრესს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მათიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ უდრის მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას და ქვეყნის განვითარებას.
„ევროკავშირი ოპოზიციას არ უდრის, სალომე ზურაბიშვილი კი, „ნაცმოძრაობას“ უდრის. ეს არის სიმართლე, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავად უნდა ეთქვა, მაგრამ ის თქვა, რაც მისგან მოითხოვეს. სინამდვილეში, ევროკავშირი და ევროპა შეუთავსებელია რადიკალურ ოპოზიციასთან, რადგან ქვეყნის ღალატი და მოსახლეობის ტერორი ევროკავშირის ნაწილად ვერ ჩაითვლება. რადიკალური ოპოზიცია უდრის ომს, ცეცხლის დანთებას და ეკონომიკურ რეგრესს. „ქართული ოცნება“ კი, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას, ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.